ქართული ფლეიბექ თეატრი

ჩვენ ვთამაშობთ თქვენს ისტორიებს

რა არის ფლეიბექ თეატრი

„ფლეიბექ თეატრი არის ადგილი, სადაც ყველას შეუძლია თავისი ამბავი მოყვეს და იყოს მოსმენილი“ - ჯონათან ფოქსი

ეს არის შეხვედრის ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხედავენ და ესმით, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ, გააზიაროთ თქვენი ინდივიდუალური, უნიკალური ისტორია რომელსაც ისეთი გულისყურით მოისმენენ, რომ შეეცდებიან საკუთარ თავში გამოხმაურებაც კი უპოვნონ და ამ თანაგანცდაზე დაყრდნობით სცენიურ წარმოდგენად გადააქციონ.

როგორ მუშაობს

1

ვუსმენთ

ვქმნით სივრცეს, სადაც მაყურებლები გვიზიარებენ რეალურ ისტორიებს თავისი ცხოვრებიდან

2

ვთამაშობთ

ამ ისტორიებს სცენაზე ვაცოცხლებთ, მსახიობებისა და ცოცხალი მუსიკის საშუალებით

3

ვუბრუნებთ

ისტორია ბრუნდება მთხრობელთან, როგორც საერთო გამოცდილება

თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ საქართველოში ასეთი თეატრის განხორციელება რთული იქნებოდა...
თუმცა ადამიანები გვიცხადებენ ნდობას, გვიზიარებენ პირად ისტორიებს და სწორედ ამით აცოცხლებენ თეატრალურ პროცესს.
ცისია ჩოლოყაშვილი
ცისია ჩოლოყაშვილი დამფუძნებელი
სხვისი ისტორიის ყურებისას საკუთარი თავი დავინახე. ძალიან ძლიერი გამოცდილება იყო.
მაყურებელი
ვერ დავიჯერე, რომ უცნობ ადამიანებთან ასეთი უსაფრთხოება შეიძლებოდა მეგრძნო.
მაყურებელი
პირველად ვიყავი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა. ტირილიც მინდოდა და სიცილიც.
მაყურებელი

ცენტრის შესახებ

1975
ფლეიბექ თეატრი დაარსდა (ჯონათან ფოქსი & ჯო სალასი)
2025
თბილისში დაფუძნდა ქართული ფლეიბექ თეატრის ცენტრი
დღეს
60+ ქვეყანაში მოქმედებს

დღეს ცენტრი სამი მიმართულებით მუშაობს:

წარმოდგენები

ყოველთვიური იმპროვიზაციული წარმოდგენები მაყურებლის ისტორიებზე — ღია და თავისუფალი

სწავლება

საბაზისო და პრაქტიკოსის კურსები, ფლეიბექ თეატრის მსახიობად ჩამოყალიბებისთვის

ორგანიზაციები

ექსკლუზიური სპექტაკლები, ვორქშოფები და ტრენინგ-პროგრამები ორგანიზაციებისთვის

გუნდი

ცენტრი დღეს 14 ადამიანს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან და ძალიან უყვართ ფლეიბექ თეატრი.

ქართული ფლეიბექ თეატრის ცენტრის გუნდი

ცისია ჩოლოყაშვილი

დამფუძნებელი · ფლეიბექ თეატრის პრაქტიკოსი · ბალერინა · პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი

პირადად ჩემთვის, როგორც ქართული ფლეიბექ თეატრის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელისთვის, ეს სივრცე წარმოადგენს ჩემი ორი პროფესიული გამოცდილების თანხვედრას: პროფესიული თეატრის და ფსიქოთერაპევტის პრაქტიკას.

გამოსცადე ფლეიბექი

მიმდინარე თვის ბოლო შაბათი ყოველი წარმოდგენა ექსკლუზიურია და არასდროს მეორდება
როდის: 20:00
სად: ხორავას N14, თბილისი
დასწრება: თავისუფალია, მოქმედებს დონაციის პრინციპი
რეგისტრაცია: სავალდებულოა
დონაცია მადლიერებაა და არა ფასი. ის რაც აქ ხდება, თანხაში არ იზომება, თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას ეს საქმე მომავალშიც გაგრძელდეს💓

ორგანიზაციებისთვის

შესთავაზეთ თქვენს გუნდს განსაკუთრებული გამოცდილება. ფლეიბექ თეატრი აძლიერებს ნდობას, ემპათიას და კომუნიკაციას — იმას, რასაც ჩვეულებრივი ტრენინგები ვერ აღწევს.

ექსკლუზიური სპექტაკლი

დახურული პერფორმანსი თქვენი ორგანიზაციისთვის: გუნდის ისტორიები სცენაზე

ვორქშოფი

პრაქტიკული სემინარი მოსმენის, სპონტანურობისა და გუნდური მუშაობის უნარებზე

ტრენინგ-პროგრამა

მორგებული პროგრამა თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებზე

კურსები

ჩვენ არამხოლოდ წარმოდგენებს ვდგამთ — ვასწავლით კიდეც. მუდმივად ვეძებთ ახალ ადამიანებს, ვისაც სურს გახდეს ფლეიბექ თეატრის მსახიობი.

საბაზისო კურსი

46 საათი

ფლეიბექის საფუძვლები: მოსმენა, სპონტანურობა, იმპროვიზაცია

პრაქტიკოსის კურსი

180 საათი

სიღრმისეული მომზადება: სცენური პრაქტიკა, კონდაქტინგი

ვორქშოფები

მოწვეული ტრენერებით

ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენერებთან ერთად

ეთიკის კოდექსი

ფლეიბექ თეატრი მიჰყვება CPT-ის (Center for Playback Theatre) საერთაშორისო ეთიკის პრინციპებს:

პატივისცემა

ჩვენ პატივს ვცემთ თითოეულ ადამიანს, მის გამოცდილებასა და ისტორიას.

ინკლუზიურობა

ღია ვართ ნებისმიერი ისტორიისადმი. ვცდილობთ გავაჟღეროთ ის ხმები, რომლებიც ხშირად არ ისმის საზოგადოებაში.

სპონტანურობა

ვაძლევთ მოვლენებს საშუალებას განვითარდეს ბუნებრივად, წინასწარი დაგეგმვის ან მანიპულაციის გარეშე.

კომპეტენტურობა

ჩვენი გუნდი მუდმივად ავითარებს კომპეტენციას სწავლით, პრაქტიკითა და სუპერვიზიით.

სოციალური პასუხისმგებლობა

გვესმის ფლეიბექ თეატრის შესაძლებლობა ხელი შეუწყოს სოციალურ სამართლიანობას. ვიყენებთ ხელოვნებას, როგორც ცვლილების ინსტრუმენტს.

კეთილსინდისიერება

ვმოქმედებთ პატიოსნად და გამჭვირვალედ. ჩვენი სიტყვა და საქმე თანმიმდევრულია.

კონფიდენციალურობა

ვაცნობიერებთ, რომ წარმოდგენებზე მოყოლილი ისტორიები არ ექვემდებარება სრულ კონფიდენციალურობას. თუმცა, ვიღებთ ვალდებულებას, რომ მათი გამეორება ან აღწერა მოხდეს მხოლოდ პატივისცემითა და სიფრთხილით.

მეტი ინფორმაცია: CPT

და მაინც, რა არის ფლეიბექ თეატრი?

ჩემთვის ფლეიბექ თეატრი არის გადასვლა დიდი, სტრუქტურირებული და წინასწარ განსაზღვრული თეატრიდან, პატარა, ავთენტურ სივრცეში, რომელიც ადამიანურ შეხვედრაზე, სპონტანურობაზე და ნამდვილობაზე დგას, სადაც ადამიანი შეიძლება იყოს ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში არის.

სწორედ ამ ადამიანურ, ცოცხალ ურთიერთობაში ვხედავ ფლეიბექ თეატრის მთავარ ღირებულებას.

ცისია ჩოლოყაშვილი
ცისია ჩოლოყაშვილი დამფუძნებელი
1 / 7